შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

აიმ კვასკვასა ბროწეულებით ..

აიმ კვასკვასა ბროწეულებით
დანაღმულ მწუხრის
მხურვალ უბეში მოულოდნელად
მინდა ავფეთქდე და განვეფინო
ა ე ი ო უ - დ მშობლიურ სივრცის
ჯერაც აუხსნელ ლაბირინთებში,
ოღონდ არ გამთქვა რეზონანსულ
ნახევარბგერის ხიბლით შერხეულ
სინდისს გაფიცებ: მართლები თვი
თმკვლელს წმინდა ტაძრიდან
გამოსვენებას არ აღირსებენ. ვინ
იცობაა — თუ გამომრიყა ანაკლი
ასთან, ან განმუხურში, დაუყოვნე
ბლივ დაანთეთ ცეცხლი, შემაგდეთ
შიგ და აღუვლინეთ საგალობელი
მარჯნის რიფებში მთვლემ თევ
ზებსა და წამით წამზე
დასაბადებლებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →