შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

თეთრი ლექსი

თეთრი ლექსი


ქალაქს ეძინა, ლამპიონების შუქთა ლაცლაცი, ირეკლებოდა მტკვრის ნაპირებზე,
ვიდექ, მდუმარე გზის გასაყარზე და ვემალებოდი ჩემს თავს შიგნიდან.

უცებ მოზვავდა ფიქრთა ხმაური და ჩემს დაღლილ სხეულს ბრძოლის ჟინი აუწრიალდა.
არ მინდა დაირღვას ჩემი დუმილი! აზრებს ვერ ვიჭერ, ეს მე არა ვარ...
და ისევ ასე ....
გზა გასაყართან -
ახლა მთვარე მანათებს თავზე და ფეხქვეშ ვედები მიწას ჩრდილებად
არ ესმის ჩემი ფიქრების გროვას ,
არც მიფიქრია ამეხსნა რამე, რადგან ახლა შუაღამეა და მთვარის შუქზე მომინდა ფრენა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →