შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

* * *


* * *
სარკოფაგეთის გადაედო
სიჩუმე იქ მყოფთ,
ღამე– ლუსკუმი იმზირება ბეცი თვალებით.
მე კი ისე ვარ,
არაფრისგან არაფერს ვიყოფ.
უცვლელიც გავხდი ამ მუდმივი გარდაცვალებით.
მიიდრიკება გზა განგებით ნაკარნახევი,
ემსგავსებიან ეს ფიქრები შემკრთალ ციერებს.
წუთისოფელო, აქ წამომცდა შენი სახელი
და მერე მივხვდი,
რომ ვუხმობდი სიცარიელეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →