შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მადლობა ფრთებო..

მადლობა ფრთებო

ყვირილი ძაფივით აღარ წყდება,
მძაფრად ეხლება ხორხის კედლებს,
როგორც მთებს ლოდი
ჩამოსხლეტილი.

მოცურავს ღამე და,
და გადავყავარ
ხმა-ბგერის მიღმა.
თვალის ქუთუთო,
როგორც აფრა მიიკეცება.

გუშინ მთისხელა
ნაღველი ვხარშე,
იმისგან დამრჩა
ორი პწკარი ჩაუქრობელი-
ელვის ისარი ჩამოტეხილი.

სიმღერა სულის სამოსელია.
მას ჩემ ენაზე
ფრთებსაც ვეძახი.
ხრიოკ მიწაზე სხვა რა მინდა,
მადლობა ფრთებო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →