შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გოდება

ყაყაჩო 5 წლის წინ
მეც ხომ ლოთი ვარ შენის მსგავსად გალაქტიონო
შენის მსგავსად მეც მიზიდავს სიკვდილზე ფიქრი
ღამით გხედავდი აჩრდილებში ჩემო ბატონო
როდის შემხვდება განთიადზე მე შენი ჩრდილი

მეც გამიტყდა გული ბევრჯერ გული ყმაწვილის
მივეჩვიე უბედობას როგორც სამშობლო
ალბათ ეს დღეც უსუსურად ჩუმად ჩაივლის
ვინ ვარ შენს ფონზე პოეტობა რომ დავიბრალო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →