შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ასეთია განჩინება ამა სოფლისა…

Ani kurdade 1 წლის წინ
ნუ იდარდებ, თუ ვერ ნახავ გაზაფხულის მობრძანებას,
თუ ვერ ნახავ შენს ეზოში აყვავებულ ნუშის ხეებს.
თუ ქარი გიღლატებს და შენს ნაცვლად სხვას აუშლის გასწორებულ თმას,
მერე რა, თუ ფეხდაფეხ აღარ მოგეგებნენ ია და ენძელა…
არაუშავს, თუ დუმილი არავინ არ დარღვია,
მერე რა, თუ არ მოდიან შენს საფლავზე…
არაუშავს, თუ ყველამ ერთფაშად დაგივიწყა…
ეჰ, რას იზამ, ასეთია განაჩენი,
ასეთია მარტობა და ყველას ბოლო...

შენს გვერდით ხომ არიან მკვდრები,
მათ დაელაპარაკე, იქნებ მათთან გამონახო საერთო,
რა იცი, იქნებ დუმილი მათ დარღვიონ
და მათ გაჩუქონ ზღვა ემოცია
და აგიშალონ სულის ფიქრები…

შენ უკვე ამ ცხოვრებას აღარ ეკუთვნი,
და ამიტომ ნუ მოელი ცოცხლების ხილვას შენს საფლავზე…
წესი არის, რომ მკვდარმა მკვდართან იმეგობროს,
ცოცხალმა კი – ცოცხალათან!
ეჰ, რას იზავ,თუ ასეთია განჩინება ამა სოფლისა…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →