შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გადაურჩა?!

Ani kurdade 1 წლის წინ
დღეს ჩემი ფიქრი ცასთან ისე ახლოს არის,
თითქოს სულმა აიხდინა სურვილი,
თითქოს მან მოიხსნა მხრებიდან უცნაური სიმძიმილი,
აიხდინა წადილი და გაფრინდა შორს, შორს,
ძალიან შორს…
ცას ეწვია,
ღრუბლებს ხელით შეხო,
ამ პატარა ხელისგულმა დაიტია მსოფლიო…
დღეს ჩემი სული მივყიდე ზეცას,
და მე ამით ვარ ბედნიერი…
დღეს ჩემი სული გადაურჩა ლპობას, გაყიდვას
და სხვა რაღა უნდა ინატროს გულმა?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →