შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სასაფლაოს გაზაფხულიც წარმტაცია!

Ani kurdade 1 წლის წინ
სასაფლაოს დამსჩნევია გაზაფხულის პირველი დღე,
სასაფლაო ვეღარ იტევს ქვის ძეგლებს და ეხლა უკვე ყვავილებს,
ყვავილს არხევს ქარი,
გაიტაცებს და მთელ მინდორ-ველს მოატარებს.
ხის ფოთლებიც გამუდმებით ირხევიან,
წამით ხეეც გადაიხრება და მზის სხივებს მიაკარებს საფლავებს.
ხეესაც კი ეცოდება უსულო ძეგლები,
ეცოდება ერთ დროს ცოცხალი სულები
და ამიტომ ქარს თხოვს, რომ უფრო მეტად დაუბეროს,
დარღვიოს ეს დუმილი და იქნებ მკვდარსაც გაგონოს…
სასაფლაოს გაზაფხულიც წარმტაცია!
რა არ, გჯერა?
მაშ, მითხარი რატომ არ გჯერა არ გინახავს,
სასაფლაოზე ამოსული ყვავილები?
მაშ, უსათუოდ არ გინახავს…
არ გატყუებ, გეფიცები!
და მე ვნახე, როგორ წყვეტდნენ ამ ყვავილებს სათითაოდ…
ვიცი, ნახავ ამ ყვავილებს და ინატრებ,
შენს საფლავზეც ამოვიდეს…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →