შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ეს საქართველოა!

Ani kurdade 1 წლის წინ
ჩემი სამშობლო საქართველოა,
აქ ყველაფერი სხვანაირია,
აქ სულ სხვაგვარი ჰაერი არის…
ცვრიან ბალახზე ფეხს რომ ვაბიჯებ,
მაშინ ჩამესმის ყურში ძახილი:
ეს საქართველოა!
თუ მთებში ახვალ, დაუოკებელ სულს გაეცნობი
და მაშინ იტყვი:
ეს ჩემი სამშობლო საქართველოა!
აქ ხომ ყველაფერს სხვა ელფერი აქვს
და გაგაოცებთ ჩემი სამშობლოს ცვალებადობა.
თუ ბარს ეწვევით,
მზისგან დამწვარ ყურძენს იხილავთ,
მთის მწვერვალზე კი დათოვლილ არე-მარესა…
ეს ჩემი პატარა, ღვთიური საქართველოა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →