შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წავიდეთ წინ,შუაგულ...

წავიდეთ წინ, შუაგულ ბრძოლაში შევიდეთ.
ჩვენი მიზანი ურყევია და პირდაპირი.
ყველა ომი, რომელიც წავაგეთ, ან ბრძოლებს რომელთაც
შემდგომ დავთმობთ,

ჩვენი საბოლოო გამარჯვების საწინდარია.
ყოველი დიადი გამარჯვების მიღმა სუფევს შერკინების
სხვადასხვა შედეგი.
მე ვიწყებ ამბოხებას!

მე მეომარი ვარ. ხმა ჩემი მსგავსია ზარის !
ვინც მე მომყვებით, ჩემთან ერთად გელით
ჟამი უსასტიკესი.
თქვენ მიხვდებით, თუ რა არის ნამდვილი შიმშილი

და მტრების პირისპირ მარტო დარჩენა.


(ინგლისურიდან თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →