შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

უცნობის ფიქრთა ბაასი

Lado sitchinava 1 წლის წინ
რთულია როცა არ გიცნობს არვინ,
ზოგს ცნობა მხოლოდ სახე ჰგონია,
მაგრამ ბევრი კი ვერ ხვდება იმას,
იმ სახის უკან თუ რა ომია.

რთულია როცა არ გიცნობს არვინ
ან გიცნობს გლახად და არასწორად,
კეთილი კაცის კეთილი გული
რამდენ უგუნურს უპია ორად.

სიტყვა ძალაა,სიტყვა ხმალია
ხან კი ,ფარული გესლია სიტყვა,
ბევრი არასწორ ბილიკს დაადგა
ვინც კი მაქებრის ნათქვამსა მიჰყვა.

და მაინც ისევ ,რა არის ყოფა?
თუ არა მწვავე ჭიდლი გრძობის?!
ბევრი დაცემა და ბევრი ცრემლი
ბოლოს და ბოლოს ტკივილი შრობის.

ხსნა კი ვისშია, ან კი რაშია
ან კი არსებობს გამოსავალი?!
დიახ არსებობს ამოიგმინავს ხოლმე უცნობი
დიახ ღმერთია ყოველივეს ამოსავალი

რთულია როცა არ გიცნობს არვინ,
ზოგს ცნობა მხოლოდ სახე ჰგონია,
მაგრამ ბევრი კი ვერ ხვდება იმას ,
იმ სახის უკან თუ რა ომია..
Laravel

კომენტარი

1
გიო (-საბ'ელი-) კაკულია
გიო (-საბ'ელი-) კაკულია ახალგაზრდა სამოყვარულო პოეტი და პუბლიცისტი დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
შესანიშნავი ლექსია, თავისი სიღრმისეული მნიშვნელობით.
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →