შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წამწამები

მე შენი მწამს,როგორც ღმერთის,
როგორც მისი ათი მცნება.
ბიჭო,შენი წამწამები
წარმოსახვის საზღვარს სცდება.

მწამს,რომ შენ ხარ ჩემს ძარღვებში,
როგორც ფიცი,როგორც ვნება...
და ეგ მზერაც მორიდებით
ცალკე არის ხელოვნება.

შენ ხარ ქვეყნის ოთხი მხარე
ოთხი ძალა,ეს ცხოვრება.
კოსმოსში და უფრო გარეთ...
შენ ხარ ყველა საოცრება.


მე შენი მწამს,როგორც ღმერთის,
როგორც მისი ათი მცნება.
ჭეშმარიტად ასე არის,
ასე იყო და იქნება.

(ვ.წ)
💜💫

10.01.24
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →