ჩანაწერი
Laravel
ვაზის სადიდებელი
ვაზის სადიდებელი
ვაზო, ნაზარდო ლოცვითა,
მადლით მოსილო უფლისა,
დამხვედრო, გამცილებელო
ჩვენ კაცთა წუთისოფლისა...
ღვინოვ ხარებით შექმნილო,
ხარების მზეო ნათელო -
ღმერთთან სისხლითა ზიარო,
კაცთა სულისა სანთელო...
გვალხინე წუთისოფელი,
ზიარი გვეყავ ღმერთთანა,
დაგვიტკბე პური და ხემსი,
ლხინით აავსე ქვეყანა!..
ხარება შენსა გამჩენსა,
შენსა გამზრდელსა მდელოსა! -
ხარება შენზედ მზრუნველსა,
შენს მშობელ საქართველოსა!
20.07.2019
ლადო ციმაკურიძე
ვაზო, ნაზარდო ლოცვითა,
მადლით მოსილო უფლისა,
დამხვედრო, გამცილებელო
ჩვენ კაცთა წუთისოფლისა...
ღვინოვ ხარებით შექმნილო,
ხარების მზეო ნათელო -
ღმერთთან სისხლითა ზიარო,
კაცთა სულისა სანთელო...
გვალხინე წუთისოფელი,
ზიარი გვეყავ ღმერთთანა,
დაგვიტკბე პური და ხემსი,
ლხინით აავსე ქვეყანა!..
ხარება შენსა გამჩენსა,
შენსა გამზრდელსა მდელოსა! -
ხარება შენზედ მზრუნველსა,
შენს მშობელ საქართველოსა!
20.07.2019
ლადო ციმაკურიძე
Laravel
კომენტარი
0