ჩანაწერი
Laravel
ღვინის სათხოვარი
ღვინის სათხოვარი
ღვინომ თქვა, სანამ ვშობილვარ
მიკურთხე ფესვი ვაზისა,
რომ ვიქცე ბროლის მტევნებად,
სიმდიდრედ გლეხის კაცისა!
ოდეს დამკრეფ და შენს მარანს
მირონად დავეღვრებოდე,
მაღალი ღმერთი ადიდე! -
ვიდრე არ დავღვინდებოდე!
დავღვინდები და მაქციე,
ხან ცრემლად, ხანაც ლექსებად
ისეთ სათქმელში გამლიე,
ცას მივწვდე ლოცვა-ვედრებად!
ისეთი სიტყვით შემამკე,
მადლი ისეთი გამრიე,
ცაში ღმერთს ვეუბნებოდე
მადლობას, შენ რომ დამლიე!
ოღონდ იცოდე, ერთსა გთხოვ...
როგორც არ უნდა გილხინდეს,
როგორც არ უნდა ჯავრობდე,
და რაც არ უნდა გიჭირდეს -
მიხმე და შენთვის უმალვე
ვიქცევი მაზიარებლად
რომ არ დაჰკარგო სინათლის
საგზალი ღმერთის საძებრად!
ლადო ციმაკურიძე
05/02/2026
ღვინომ თქვა, სანამ ვშობილვარ
მიკურთხე ფესვი ვაზისა,
რომ ვიქცე ბროლის მტევნებად,
სიმდიდრედ გლეხის კაცისა!
ოდეს დამკრეფ და შენს მარანს
მირონად დავეღვრებოდე,
მაღალი ღმერთი ადიდე! -
ვიდრე არ დავღვინდებოდე!
დავღვინდები და მაქციე,
ხან ცრემლად, ხანაც ლექსებად
ისეთ სათქმელში გამლიე,
ცას მივწვდე ლოცვა-ვედრებად!
ისეთი სიტყვით შემამკე,
მადლი ისეთი გამრიე,
ცაში ღმერთს ვეუბნებოდე
მადლობას, შენ რომ დამლიე!
ოღონდ იცოდე, ერთსა გთხოვ...
როგორც არ უნდა გილხინდეს,
როგორც არ უნდა ჯავრობდე,
და რაც არ უნდა გიჭირდეს -
მიხმე და შენთვის უმალვე
ვიქცევი მაზიარებლად
რომ არ დაჰკარგო სინათლის
საგზალი ღმერთის საძებრად!
ლადო ციმაკურიძე
05/02/2026
Laravel
კომენტარი
0