შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სულის კივილი

დაგვათენდა ადრიანად, სიმღერაც კი აღარ ისმის
ისე გალობს ბულბულები, ჩურჩულიც კი აღარ მესმის,
მგრძნობიარე ჟამს მოადგა, მწუხარებაც გაისმის
ისეთია ეს ცხოვრება კითხვაც აღარ დაისმის,

შორიდან მოჩანს გარდასული მწუხრის დღეები
თითქოს განქარდა შემოდგომის ფოთოლცვენაში
ვაი, რა სევდით შრიალებენ ახლა ტყეები
ვგრძნობ, რომ თანდათან მეყინება სისხლი ვენაში

ამიტირდება, გული მწარედ ამიტირდება
მოზღვავებულ ცრემლს ჩავიგუბებ ყელში ტკივილით,
უბედურება რანაირად გამიკვირდება
გრიგალს მოვყვები გოდებით და სულის კივილით.
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →