შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უმისამართო

ვეღარ ვაღწევ რითმას
რადგან შიში მიპყრობს,
დრო მიკარგავს მუზას
შენ, სხეულს, რომ გიპყრობს,

თავს ვერ ვართმევ ლოდინს
თავად მართმევს ტრფობას,
მე კი აღარ ვჩივი
დღეარეულ გრძნობას,

ახლა ვწერ და მერთულება
როგორ ვწერო შენზე რამე,
შენზე ფიქრით აღარ მძინავს
ამერია დღე და ღამე.
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →