შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე შენთან მოვალ

ბოლო ღიმილი შენთან შეხვედრის
ვერ დამავიწყებს ცრემლიან თვალებს
მიმოფანტული სისხლის ჩქეფები
დღემდე მჩუქნიან ეკლიან დაღებს

ღვინით ხელში ვარ შენთან მოსული
გახსოვს გითხარი მე შენთან მოვალ
რომ იუკადრისე მხრები ასწიე
გადამაბიჯა მთელ მტერთა ხროვამ

გავყვები უცხოს, გაყინულ გზებზე
იქნებ სადღაც გინახო ბრალი
რომ დავიმშვიდო სულიერება
რომ გავახილო ორივე თვალი

კვლავაც გავყვები სევდის მორევებს,
იქნება ერთხელ გამიღო კარი,
იქნება ერთხელ მომიდგე გვერდით,
იქნება ჩემთვის გათენდეს დარი,

დღეს მე ვიტანჯავ საკუთარ სხეულს ადვილად მთქმელი გაიგებს მართალს
მაგრამ შენ, უცხოს, ვერასდროს ეტყვი
მისი სიტყვები გრძნობებში მარტყამს,

არ დაჯერება რთულია შენთვის
ჩემთვის კი არა, რადგანაც მიყვარს
ვერ გაიაზრებ როდესაც იცი
თუ რა გრძნობაა როდესაც გიყვარს.
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →