შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ხელში ვარდებით

ხელში ვარდებით შემიყვარდები
იმ დღის ფიქრები თავში მერევა,
მე კი არ ვიცი ეს სიყვარული
სხვის სიყვარულში რატომ გერევა,

მე კვლავ შენთან ვარ ჩემი განცდებით
ლამის გულმაც კი შეწყვიტოს ფეთქვა,
ვიცი, ჩემს ტკივილს მე ვერ გავცდები
თუმც, რომ თავად დროულად გეთქვა,

რად განვიახლე მე ეს ტკივილი
თვითონ არ ვიცი, შენ ვით აგიხსნა,
ან ვით ჩავახშო სულის კივილი
ეს არტახები ან ვით ავიხსნა.
Laravel · შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →