შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

თეთრი ენძელები

ბედს არ ემდურის, მასზე ახია,
როდესაც ღმერთმაც გული დახია..
უფრო ხმამაღლაც დაუძახია,
რომ მის გარშემო ჭრელი ხალხია..

ელის ტყვიებსაც და დიდ სცენასაც,
სადაც ის როლებს სულ არ თამაშობს,
განგაში თავში, გულში, მუცელში,
და თავმდაბლობით ხშირად ამაყობს..

და სულ მიწასთან ახლოს და ახლოს,
გველიც კი მასზე მაღლა დაცურავს,
მშვიდობა გაქრა მშვიდობიან დროს
და მძვინვარება სიყვარულს ხურავს..

ნახევრად მკვდარი თუ ამბობს სიტყვას,
მასში ის მოკლეს ვინც კეთილია..
სიდინჯე ახლავს, ჯერაც არ უთქვამს,
''მე''-ს და ''შენ''-ს შორის რა მანძილია..

გულით დააქვს ყინვა, ცივად დააბიჯებს..
ციდან მოფრინავენ თოვლის ფანტელები,
და საბნის ქვეშ სადღაც, უნებლიე ცრემლით
სიკვდილს უმღერიან თეთრი ენძელები ..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →