შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მინდვრის ყაყაჩო

ბოლოს წყვეტ ბრძოლას, დებ იარაღებს ,
და წისქვილივით ტრიალს ეშვები,
არც სიყვარული გალაპარაკებს
და არც ხმებს ირგვლივ არ ედევნები..

ბოლოს შენს თავთან ხდები მართალი,
ყველას წინაშე თუნდაც გამტყუნდე,
ხვდები დამდგარა ცივი ზამთარი
და ყინავს შენს წყალს სხვათა სიცივე..

ბოლოს იკიდებ შენს გუდა-ნაბადს,
მიდიხარ შორს და უმისამართოდ,
ტოვებ პატარა საყვარელ ბარათს,
და ზედ დახატულ მინდვრის ყაყაჩოს..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →