შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მოძღვარი (სატირიკული)..

გოგონა უცქერს მოძღვარს მღელვარე,
ძაღლი კიბესთან ყეფს..
თეთრი ოლარი ბრწყინავს, ელვარებს
და თან იჩაჩავს მხრებს..

გოგონა ისმენს ყეფას და ფსალმუნს,
ისწორებს მანდილს სულში განგაშით..
ოფლი დასხმია უბიწო შუბლზე,
და მიწურულა წირვაც ტაძარში..

გადაკრავს ზოგჯერ ცივი ნიავი,
მადლობას სწირავს ქარს..
მიიწევს რიგში ფარასთან ერთად,
რომ ეამბოროს ჯვარს..

გოგონა უცქერს ცუგას მღელვარე,
მღვდელი კიბესთან ყეფს..
თეთრი კბილები ბრწყინავს, ელვარებს..
და თან იჩაჩავს მხრებს..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →