ჩანაწერი
Laravel
დასასრული
ჩემთვის ისედაც დასასრულია,
კარგა ხანია დავსვი წერტილი;
ეს სიყვარულის აღსასრულია,
ჟამი დამდგარა ბოლო წერილის.
მშვიდობით იყავ,ჩემო მიჯნურო,
მე არ გაკავებ,თავისუფალ ხარ;
მინდა,რომ ერთი რამ შემისრულო:
გთხოვ დამემშვიდობე,ისე ნუ წახვალ.
არაფერი მწყურს,მხოლოდ სიკეთე,
მინდა,რომ მარად მეყოლო კარგად;
თუნდაც უჩემოდ შეხვდე სიბერეს,
შენი ღიმილი გამომყვეს განძად.
თუნდაც ვერ შეგხვდე,თუნდაც ვერ გნახო,
გული იქნება ეს ბეწვის ხიდი;
რომც დავიკარგო,რომც დავიმარხო-
მაინც არ იქნება გზა ჩატეხილი.
მაშ გავიფანტო არე-მარეში,
ვეღარ მიხილოს დედამ და მამამ;
ერთი ბილიკი არს-სამარეში,
გულის ტკივილს კი მომირჩენს დანა.
ამა ცხოვრებას შენ შემოგწირავ,
შენი ვიქნები მე აწ და მარად;
როცა ვერ მიხილავ მე ზღვისა პირას,
მაშინ გევლინება ვერონა ქარად.
კარგა ხანია დავსვი წერტილი;
ეს სიყვარულის აღსასრულია,
ჟამი დამდგარა ბოლო წერილის.
მშვიდობით იყავ,ჩემო მიჯნურო,
მე არ გაკავებ,თავისუფალ ხარ;
მინდა,რომ ერთი რამ შემისრულო:
გთხოვ დამემშვიდობე,ისე ნუ წახვალ.
არაფერი მწყურს,მხოლოდ სიკეთე,
მინდა,რომ მარად მეყოლო კარგად;
თუნდაც უჩემოდ შეხვდე სიბერეს,
შენი ღიმილი გამომყვეს განძად.
თუნდაც ვერ შეგხვდე,თუნდაც ვერ გნახო,
გული იქნება ეს ბეწვის ხიდი;
რომც დავიკარგო,რომც დავიმარხო-
მაინც არ იქნება გზა ჩატეხილი.
მაშ გავიფანტო არე-მარეში,
ვეღარ მიხილოს დედამ და მამამ;
ერთი ბილიკი არს-სამარეში,
გულის ტკივილს კი მომირჩენს დანა.
ამა ცხოვრებას შენ შემოგწირავ,
შენი ვიქნები მე აწ და მარად;
როცა ვერ მიხილავ მე ზღვისა პირას,
მაშინ გევლინება ვერონა ქარად.
Laravel
კომენტარი
0