ჩანაწერი
Laravel
სიზმრად
გადაკარგული,გზააბნეული,
მე მივუყვები გაკაფულ ბილიკს;
ჯადოა ეს,თუ ძალა გრძნეული?
ასე ძლიერ რომ მაყენებს ტკივილს.
ერთად ვართ,მე და მისი მანდილი,
ალბათ ბედია რომ ვნახე სიზმრად;
მე მამოძრავებს ურჩი წადილი,
რომ ჩამჩურჩულებს:„ევლინე ფიცხად!”
ბედნიერებაა,თუ ტრაგედია?
რომ გული ამაოდ აღარ გაიძგერს;
წამიერებაა,თუ უკვდავება?
რომ ქარი აღარ აარხევს ტირიფს.
და მელანდება აწ მირაჟები,
თავი მგონია მე უდაბნოში;
ძლივს…მომიშუშდა აწ იარები,
მივემართთები ამაღამ ომში.
რომ შევესწრები ბედნიერ სიკვდილს,
ვიხილავ ალბათ კაფკას და კამიუს;
როს გადავურჩები მარადის სინდისს,
ხელებს შევახებ ედემის თაიგულს.
მე მივუყვები გაკაფულ ბილიკს;
ჯადოა ეს,თუ ძალა გრძნეული?
ასე ძლიერ რომ მაყენებს ტკივილს.
ერთად ვართ,მე და მისი მანდილი,
ალბათ ბედია რომ ვნახე სიზმრად;
მე მამოძრავებს ურჩი წადილი,
რომ ჩამჩურჩულებს:„ევლინე ფიცხად!”
ბედნიერებაა,თუ ტრაგედია?
რომ გული ამაოდ აღარ გაიძგერს;
წამიერებაა,თუ უკვდავება?
რომ ქარი აღარ აარხევს ტირიფს.
და მელანდება აწ მირაჟები,
თავი მგონია მე უდაბნოში;
ძლივს…მომიშუშდა აწ იარები,
მივემართთები ამაღამ ომში.
რომ შევესწრები ბედნიერ სიკვდილს,
ვიხილავ ალბათ კაფკას და კამიუს;
როს გადავურჩები მარადის სინდისს,
ხელებს შევახებ ედემის თაიგულს.
Laravel
კომენტარი
0