ჩანაწერი
Laravel
ქაოსი
მე დალაგებით ვებრძვი ამ ქაოსს,
მაგრამ მაინც ვერ ვაქრობ მას;
მინდა ,რომ ჩემთან მოხვიდე ახლოს
და ქარით წაიღო ეს მტვერი აწ.
მოგიახლოვდი,მომირჩენ ტკივილს?
ნუ მიპასუხებ,ვიცი,რომ-არა.
ვინღა უშველის ამ საწყალ ფრინველს?
ერთი შენ იყავ და ისიც აღარ…
აწ გვიანია,გემშვიდობები,
არადა მინდა,რომ იყო ჩემთან;
ვარდივით ვარ და ჩემი ეკლები,
შენ მოარჯულე,ვითარცა ღმერთმან.
ეჰ…ვიცი,ჩემო,რომ აღარ გინდივარ,
ვინმეს სწადია ეკლთა ფერება?!
მე გიშვებ აწი,გთხოვ,გამომიარე,
როს მოგწყურდება ჩემი შეხება.
როს გამომივლი,გთხოვ,მომეხვიე,
ვიცი,რთულია ჩემი მოთმენა;
ერთადერთი ხარ,ვინც მომერია
ერთადერთი ხარ,ვინც ამალხინა…
ცრემლებით ვშველი ჩემს მშრალ ფოთლებსა,
უშენოდ გაუქრათ სურნელი ნატიფი;
კვლავ ველი მე შენს გამოჩენასა,
გთხოვ,მომიტევე,რომ ისევ გატკინე.
მაგრამ დრო გადის და შენ არ ბრუნდები,
გპატიობ,ვიცი რომ არ ვარ კარგად;
ბოდიშსა გიხდი,რომ ვერა ვჩუმდები;
ოღონდაც გვერდში შენ მყავდე,კარგო!
საკმარისია,ვასრულებ წერას,
შენ არ გამოჩნდი,გაყევი ქარს;
პასუხი გაეც ჩემსა ვედრებას-
ნეტავ რთულია უშველო ქალს?…
მაგრამ მაინც ვერ ვაქრობ მას;
მინდა ,რომ ჩემთან მოხვიდე ახლოს
და ქარით წაიღო ეს მტვერი აწ.
მოგიახლოვდი,მომირჩენ ტკივილს?
ნუ მიპასუხებ,ვიცი,რომ-არა.
ვინღა უშველის ამ საწყალ ფრინველს?
ერთი შენ იყავ და ისიც აღარ…
აწ გვიანია,გემშვიდობები,
არადა მინდა,რომ იყო ჩემთან;
ვარდივით ვარ და ჩემი ეკლები,
შენ მოარჯულე,ვითარცა ღმერთმან.
ეჰ…ვიცი,ჩემო,რომ აღარ გინდივარ,
ვინმეს სწადია ეკლთა ფერება?!
მე გიშვებ აწი,გთხოვ,გამომიარე,
როს მოგწყურდება ჩემი შეხება.
როს გამომივლი,გთხოვ,მომეხვიე,
ვიცი,რთულია ჩემი მოთმენა;
ერთადერთი ხარ,ვინც მომერია
ერთადერთი ხარ,ვინც ამალხინა…
ცრემლებით ვშველი ჩემს მშრალ ფოთლებსა,
უშენოდ გაუქრათ სურნელი ნატიფი;
კვლავ ველი მე შენს გამოჩენასა,
გთხოვ,მომიტევე,რომ ისევ გატკინე.
მაგრამ დრო გადის და შენ არ ბრუნდები,
გპატიობ,ვიცი რომ არ ვარ კარგად;
ბოდიშსა გიხდი,რომ ვერა ვჩუმდები;
ოღონდაც გვერდში შენ მყავდე,კარგო!
საკმარისია,ვასრულებ წერას,
შენ არ გამოჩნდი,გაყევი ქარს;
პასუხი გაეც ჩემსა ვედრებას-
ნეტავ რთულია უშველო ქალს?…
Laravel
კომენტარი
1