ჩანაწერი
Laravel
კენტი
ახლაც მარტო ვარ,ისევ ვარ კენტი,
შენს მოლოდინში დრო გამეპარა;
სხვა რა ვქნა,არ შემიძლია მეტი,
არადა ვიცი,რომ აწი კმარა.
ვიცი,რომ დრამა დასასრულს ითხოვს,
ვიცი,რომ ალი აწ უკვე ჩაქრა;
მაგრამ ეს გული მაინც შენ გიხმობს
დამწვარი შენთვის მიფეთქავს ჩქარა.
მერწმუნე,ვცდილობ,რომ დაგივიწყო,
მინდა გრძნობები მივანდო წარსულს;
თუმც მსურს ყოველი ახლად დავიწყო
მაშინებს ის,რომ ვაღწევთ აღსასრულს.
ალბათ დრო არის დაგემშვიდობო,
ალბათ დრო არის გაგიშვა ხელი;
არ შემიძლია…როგორ დაგტოვო,
როცა შენ გარდა არავის ველი?!
როგორ ვიყურო სხვების თვალებში,
როგორ ავღელდე მათდამი გრძნობით;
როდესაც მხოლოდ შენ გხედავ სხვებში
და თითქოს ვკვდები შენდამი ტრფობით.
მე აღარ მოვალ,მაგრამ იცოდე,
რომ როცა მოგწყინდებიან სხვები;
ამ რუხ ქალაქში ყოველთვის მპოვებ
და მარადისად შენი ვიქნები…
10.10.2024
შენს მოლოდინში დრო გამეპარა;
სხვა რა ვქნა,არ შემიძლია მეტი,
არადა ვიცი,რომ აწი კმარა.
ვიცი,რომ დრამა დასასრულს ითხოვს,
ვიცი,რომ ალი აწ უკვე ჩაქრა;
მაგრამ ეს გული მაინც შენ გიხმობს
დამწვარი შენთვის მიფეთქავს ჩქარა.
მერწმუნე,ვცდილობ,რომ დაგივიწყო,
მინდა გრძნობები მივანდო წარსულს;
თუმც მსურს ყოველი ახლად დავიწყო
მაშინებს ის,რომ ვაღწევთ აღსასრულს.
ალბათ დრო არის დაგემშვიდობო,
ალბათ დრო არის გაგიშვა ხელი;
არ შემიძლია…როგორ დაგტოვო,
როცა შენ გარდა არავის ველი?!
როგორ ვიყურო სხვების თვალებში,
როგორ ავღელდე მათდამი გრძნობით;
როდესაც მხოლოდ შენ გხედავ სხვებში
და თითქოს ვკვდები შენდამი ტრფობით.
მე აღარ მოვალ,მაგრამ იცოდე,
რომ როცა მოგწყინდებიან სხვები;
ამ რუხ ქალაქში ყოველთვის მპოვებ
და მარადისად შენი ვიქნები…
10.10.2024
Laravel
კომენტარი
0