ჩანაწერი
Laravel
მწყურია…
მწყურია ახლა ზვირთების ცქერა,
მსურს, გავირინდო შავი ზღვის წყლებში;
რომ აღარ გაისმას გულის ძგერა,
რომ აღარ მწვავდეს გრძნობების თქეში.
შენდამი ტრფობით არ ვსულდგმულობდე,
სხვამ შემოაღოს ამ გულის კარი;
მწადია, ჩემში აღარ მდგმურობდე,
აღარ მსუსხავდე,ვით ზამთრის ქარი.
ტანთ ჟრუანტელმა აღარ იაროს,
არ გიზგიზებდეს თვალებში ალი;
შენზე ოცნებამ აღარ დამღალოს,
და აღარ ვიყვე გრძნობით დამთვრალი.
იარონ წლებმა,წაიღონ დარდი,
სულის ტკივილი დრომ მომიშუშოს;
ახლად იხაროს ამ გულის ვარდმა,
ნათელი სახე არ მომიღუშდეს.
თქვენ ამბობთ:„ეს არს მიჯნურის ბედი,
შენი ცრემლებით მოხარულ იყავ;
ამ სიყვარულით ხარ ბედნიერი,
ეს სიყვარულო გამაღლებს,გიყვარს!”
მე კი ამ ლოდით დავდივარ ისევ,
მისმა სიმძიმემ ძალზდედ დამღალა;
ვეღარ ვშორდები ზეცაზე ფიქრებს,
მხოლოდ ამ ფიქრმა თუ ამამაღლა.
ლექსების წერით თუ დავისვენებ,
მწამს,მხოლოდ მუზა არ მიმატოვებს;
მე კვლავ თბილისის მოვლას ვაგრძელებ
და მთვარის შუქი შენს თავს მაგონებს.
ახლა მარტო ვარ და ჩემში ყინავს,
მზის სხივმა გვერდი კვლავ ამიარა;
ეს დღე გუშინდელს ძალიან მიჰგავს,
ხვალაც იგივე მომელის,ალბათ…
მსურს, გავირინდო შავი ზღვის წყლებში;
რომ აღარ გაისმას გულის ძგერა,
რომ აღარ მწვავდეს გრძნობების თქეში.
შენდამი ტრფობით არ ვსულდგმულობდე,
სხვამ შემოაღოს ამ გულის კარი;
მწადია, ჩემში აღარ მდგმურობდე,
აღარ მსუსხავდე,ვით ზამთრის ქარი.
ტანთ ჟრუანტელმა აღარ იაროს,
არ გიზგიზებდეს თვალებში ალი;
შენზე ოცნებამ აღარ დამღალოს,
და აღარ ვიყვე გრძნობით დამთვრალი.
იარონ წლებმა,წაიღონ დარდი,
სულის ტკივილი დრომ მომიშუშოს;
ახლად იხაროს ამ გულის ვარდმა,
ნათელი სახე არ მომიღუშდეს.
თქვენ ამბობთ:„ეს არს მიჯნურის ბედი,
შენი ცრემლებით მოხარულ იყავ;
ამ სიყვარულით ხარ ბედნიერი,
ეს სიყვარულო გამაღლებს,გიყვარს!”
მე კი ამ ლოდით დავდივარ ისევ,
მისმა სიმძიმემ ძალზდედ დამღალა;
ვეღარ ვშორდები ზეცაზე ფიქრებს,
მხოლოდ ამ ფიქრმა თუ ამამაღლა.
ლექსების წერით თუ დავისვენებ,
მწამს,მხოლოდ მუზა არ მიმატოვებს;
მე კვლავ თბილისის მოვლას ვაგრძელებ
და მთვარის შუქი შენს თავს მაგონებს.
ახლა მარტო ვარ და ჩემში ყინავს,
მზის სხივმა გვერდი კვლავ ამიარა;
ეს დღე გუშინდელს ძალიან მიჰგავს,
ხვალაც იგივე მომელის,ალბათ…
Laravel
კომენტარი
0