ჩანაწერი
Laravel
***
დეკემბრის გრიგალს მიჰქონდა ფიქრი,
თუმც გულის დარდი ვერ გამიქარვა;
კვლავ დავდნი,ვითა ქათქათა ფიფქი,
კვლავ შენმა მზემან გზა გამინათა.
შენთან წვიმს,თბილისს კი თოვლი მოსავს,
უნიათოდ არს ქალაქი ისევ;
ის ელოდება შენსა ჩამოსვლას,
მთაწმინდა,მტკვარი შეგცქერის მისებრ.
ვიცი,მანძილი ძალზედ შორია-
ჰორიზონტს მიღმა ჩემი საზღვარი;
ვაგრძელებ,კარგო,ზღვასთან ბორიალს-
ეს გახლავს ჩემი ბედის სამძღვარი.
გზა გათელილი ვერ შემაშინებს,
ჩემი ოცნება მომიახლოვებს;
ბინის დადებაც ცათა შინეთში
უკან დახევას ვერ მომანდომებს.
ეს სტროფებია ჩემი საგზალი,
ხელით მოგიტან მიჯნურის მუზებს;
არ დამრჩენია ბევრი სავალი,
აღარ ჩავუშვებ შავ წყლებში ღუზებს.
ფრთებს გავიმაგრებ,ბორკილთ მოვიხსნი,
გემის აფრებსაც თავიდან გავშლი;
იდუმალებებს ახლად გაგიხსნი,
არ დავიწვები გრძნობების ალში.
მწამს,რომ დადგება დღე ბედნიერი,
როს შემოვაღებ წალკოტის კარებს
და შემიხიზნებს ის,მშვენიერი,
რომ აღარ გავყვე სუსხიან ქარებს…
თუმც გულის დარდი ვერ გამიქარვა;
კვლავ დავდნი,ვითა ქათქათა ფიფქი,
კვლავ შენმა მზემან გზა გამინათა.
შენთან წვიმს,თბილისს კი თოვლი მოსავს,
უნიათოდ არს ქალაქი ისევ;
ის ელოდება შენსა ჩამოსვლას,
მთაწმინდა,მტკვარი შეგცქერის მისებრ.
ვიცი,მანძილი ძალზედ შორია-
ჰორიზონტს მიღმა ჩემი საზღვარი;
ვაგრძელებ,კარგო,ზღვასთან ბორიალს-
ეს გახლავს ჩემი ბედის სამძღვარი.
გზა გათელილი ვერ შემაშინებს,
ჩემი ოცნება მომიახლოვებს;
ბინის დადებაც ცათა შინეთში
უკან დახევას ვერ მომანდომებს.
ეს სტროფებია ჩემი საგზალი,
ხელით მოგიტან მიჯნურის მუზებს;
არ დამრჩენია ბევრი სავალი,
აღარ ჩავუშვებ შავ წყლებში ღუზებს.
ფრთებს გავიმაგრებ,ბორკილთ მოვიხსნი,
გემის აფრებსაც თავიდან გავშლი;
იდუმალებებს ახლად გაგიხსნი,
არ დავიწვები გრძნობების ალში.
მწამს,რომ დადგება დღე ბედნიერი,
როს შემოვაღებ წალკოტის კარებს
და შემიხიზნებს ის,მშვენიერი,
რომ აღარ გავყვე სუსხიან ქარებს…
Laravel
კომენტარი
0