შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წვიმა

წვიმის წვეთები მისველებს თმას,
ყვავილმა ახლად დაიწყო სუნთქვა;
ქაოსში ვარჩევ შორეულ ხმას,
რომლის მოსმენა ასე მომწყურდა.

ნოემბრის თვემაც იარა ავდრად,
მე კი უცვლელად,მივლაჯობ კენტი;
დეკემბერი ახლოვდება კართან,
თითქოს გასულა ათ წელზე მეტი.

ვაგრძელებ წერას…დეკემბერია.
იცი,იარა დღეს ერთმა წელმა.
შენ მიმატოვე,დასასრულია,
მაგრამ ჩემს გულში ისევ შენ ელავ.

მოგიძღვნი წერილს,გიმღერებ ნანას,
ზღვების ტალღებში ავირეკლები;
ვიცი რომ ისევ მატკენ,ვით დანა,
წყვდიადში სხივი-არ მეახლები.

მაგრამ არ ვდარდობ,ოდეს ხომ მოხვალ?!
მოხვალ,დამიკრეფ დაღალულ ხელებს;
ეს სიყვარული,ვიცი,რომ მომკლავს,
შევაცქერდები ბროლვას დღეების.

გავა დრო,დამიმშვიდდება სული,
ჩემს ცხოვრებაში აღარ იქნები;
სხვა გამოჩნდება,უბიწო,სრული
თუმცაღა,მაინც,დამესიზმრები…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →