ჩანაწერი
Laravel
ოქტომბრის ღამე
დადუმებულა სპეტაკი მთვარე,
და ქათქათებენ ვარსკვლავნი თითქოს;
გავილანდები ოქტომბრის ღამეს,
რადგან სხეული გაშვებას ითხოვს.
რა ვქნა,ვერ ვიკრეფ დაღალულ ხელებს,
ერთი რამ დამრჩა-გავშალო ფრთები.
მსურს შევუერთდე ედემის ველებს
და გავირინდო,ვით თეთრი გედი.
ახლა სიცოცხლე ძალზედ რთულია,
ახლა ნაცრისფრობს ქალაქი მკვეთრი;
ახლა გაფრენა როგორ მწყურია…
ახლა ოცნება არს ცისა ფერი.
ეს სუსტი გულიც ვეღარა ფეთქავს,
აღარ მოძრაობს უსულო ტანი;
შავი ზღვა დღესაც ზვირთ ტალღებს ხეთქავს,
აწ მარადისობს წუთი და წამი.
და ქათქათებენ ვარსკვლავნი თითქოს;
გავილანდები ოქტომბრის ღამეს,
რადგან სხეული გაშვებას ითხოვს.
რა ვქნა,ვერ ვიკრეფ დაღალულ ხელებს,
ერთი რამ დამრჩა-გავშალო ფრთები.
მსურს შევუერთდე ედემის ველებს
და გავირინდო,ვით თეთრი გედი.
ახლა სიცოცხლე ძალზედ რთულია,
ახლა ნაცრისფრობს ქალაქი მკვეთრი;
ახლა გაფრენა როგორ მწყურია…
ახლა ოცნება არს ცისა ფერი.
ეს სუსტი გულიც ვეღარა ფეთქავს,
აღარ მოძრაობს უსულო ტანი;
შავი ზღვა დღესაც ზვირთ ტალღებს ხეთქავს,
აწ მარადისობს წუთი და წამი.
Laravel
კომენტარი
0