შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უძილო ღამემ წაიღო ფიქრი…

უძილო ღამემ წაიღო ფიქრი,
ლაჟვარდმა ცებმა იცვალეს სახე;
მეც გარდვისახე და სადღაც მივქრი,
სადღაც,სად შენი სახება ვნახე.

ტერენტის გენიას ვეტრფი ისევ,
და მაგონდები თვითეულ სტროფში;
ჩემს რითმებს მხოლოდ შენ უგებ,ისმენ,
გრძნობ,თუ რა ჩავდე მორიგ ეპოსში.

მეც ვუღრმავდები შენს ჩანაწერებს,
აფორიზმებში შეგიგრძნობ თითქოს;
რა დაგვრჩენია სხვა ყმაწვილ მწერლებს?
მხოლოდ ლექსები დარდს თუ გაგვიქრობს.

ნუ გწყინს,რომ ვჩნდები და შემდეგ ვქრები,
ქალი ვარ…ამინდებით ვგაგარ მარტს;
შორიდან,იცი,როგორც შეგცქერი,
დაღლილ თავს ვადებ შენს ცისებრ მკლავს.

იმედი მაქვს,რომ დარდს გაგიქარვებ,
ოდესმე…თუნდაც ბევრი წლის შემდეგ;
ბნელ გზებსაც მალე,მწამს,გაგინათებ,
სულით და ხორცით მე თუ მომენდე…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →