ჩანაწერი
Laravel
5ივლისი
დღეს ხუთი არის,გავიდა ეს თვეც,
შენი ერთგული კი მაინც დავრჩი;
კარგო,მე ისევ ვიხსენებ იმ დღეს,
ჩემს ცხოვრებაში როდესაც გაჩნდი.
მაშ დაიკავე გულში ადგილი,
სხვას რომ არავის დაუკავია;
არა ყოფილა ტრფობა ადვილი,
როდესაც წასვლა გარდუვალია.
ეს ზღვის თვალები ისევ ღელავენ,
შენს დანახვაზე ინთება ალი;
თუმცა კი მზერას ვერა ბედავენ
და ირიზება ყმაწვილი ქალი.
კვლავ ლექსებს გიწერს და უმზერს მთვარეს,
მას რომ გაანდო რითმები შენზე;
იმედი ჰქონდა-ეტყოდი რამეს
და ოცნებობდა შენს ტკბილ სიტყვებზე.
სიზმრად მოსულმა მოხჰვიე ხელი,
შეაშრე ცრემლი,ჩახჰედე კრძალვით;
ის კი ფიქრობდა:„რამდენ ხანს გელი,
რამდენ ხანს ვიწვი გრძნობების ძალით…”
დამჭკნარ წალკოტში რომ შემოხვედი,
შთაბერე სული გამშრალ ნავარდებს;
თუმცა ახლიდან როცა მოხვედი,
მაშინ უპოვე ადგილი დარდებს.
იარეს თვებმა ვითა წამებმა,
ან კიდევ წლებმა…და ისევ მალვით;
შენ მევლინები ოცნების ღმერთად
და მავიწყდება გოდების ჟამი.
ახლა კი წავალ მუზებით ხელში,
ცისფერ ნისლებში გავქრები ისევ;
ეს გული შენთვის ძგერს დაღლილ მკერდში
და იყინება წასვლა რომ გიწევს…
შენი ერთგული კი მაინც დავრჩი;
კარგო,მე ისევ ვიხსენებ იმ დღეს,
ჩემს ცხოვრებაში როდესაც გაჩნდი.
მაშ დაიკავე გულში ადგილი,
სხვას რომ არავის დაუკავია;
არა ყოფილა ტრფობა ადვილი,
როდესაც წასვლა გარდუვალია.
ეს ზღვის თვალები ისევ ღელავენ,
შენს დანახვაზე ინთება ალი;
თუმცა კი მზერას ვერა ბედავენ
და ირიზება ყმაწვილი ქალი.
კვლავ ლექსებს გიწერს და უმზერს მთვარეს,
მას რომ გაანდო რითმები შენზე;
იმედი ჰქონდა-ეტყოდი რამეს
და ოცნებობდა შენს ტკბილ სიტყვებზე.
სიზმრად მოსულმა მოხჰვიე ხელი,
შეაშრე ცრემლი,ჩახჰედე კრძალვით;
ის კი ფიქრობდა:„რამდენ ხანს გელი,
რამდენ ხანს ვიწვი გრძნობების ძალით…”
დამჭკნარ წალკოტში რომ შემოხვედი,
შთაბერე სული გამშრალ ნავარდებს;
თუმცა ახლიდან როცა მოხვედი,
მაშინ უპოვე ადგილი დარდებს.
იარეს თვებმა ვითა წამებმა,
ან კიდევ წლებმა…და ისევ მალვით;
შენ მევლინები ოცნების ღმერთად
და მავიწყდება გოდების ჟამი.
ახლა კი წავალ მუზებით ხელში,
ცისფერ ნისლებში გავქრები ისევ;
ეს გული შენთვის ძგერს დაღლილ მკერდში
და იყინება წასვლა რომ გიწევს…
Laravel
კომენტარი
0