ჩანაწერი
Laravel
ახლა ივნისის მზე ამკობს ბაღებს…
ახლა ივნისის მზე ამკობს ბაღებს,
ჩემმა მზემან კი დაიგვიანა;
გულჩვილი ბავშვი ვეღარ ილაღებს,
რადგან ცხოვრებამ დააღვლიანა.
ზამთრის სუსხში რომ ვნატრობდი ზაფხულს-
მაშ დამასველეს თქეშმა წვიმებმა;
მზის სხივები რომ ათბობდნენ ასულს-
მაშ დაუნგრია ოცნება დილემამ.
როს გადუშალეს ღიმილი ფართო,
როცა შეამკეს ფაციცი მზერით-
მაშ დაუბრუნდა ფრინველი,მარტოდ,
ძლიერ დაღლილი მუდმივი ფრენით.
უამბო ასულს ის ტრაგედია,
გადაუშალა მტვრიანი წიგნი;
გონება დაგულს მაშ აერია
და უძილობამ წაიღო ფიქრი.
მაგრამ წერტილმა იჩინა თავი
დაასრულა ეს ამბავი, გრძელი;
ვერ შეანელა ვერცერთმა ალი,
და ზღვებს მიანდეს გრძნობები მწველი.
ახლა დაისის მზე მიმკობს სახეს,
უცხო ვარსკვლავმა გამომიარა;
მე აღარ ვეტრფი წარსულის დარებს,
რადგან შენ ძლიერ დაგაგვიანდა…
ჩემმა მზემან კი დაიგვიანა;
გულჩვილი ბავშვი ვეღარ ილაღებს,
რადგან ცხოვრებამ დააღვლიანა.
ზამთრის სუსხში რომ ვნატრობდი ზაფხულს-
მაშ დამასველეს თქეშმა წვიმებმა;
მზის სხივები რომ ათბობდნენ ასულს-
მაშ დაუნგრია ოცნება დილემამ.
როს გადუშალეს ღიმილი ფართო,
როცა შეამკეს ფაციცი მზერით-
მაშ დაუბრუნდა ფრინველი,მარტოდ,
ძლიერ დაღლილი მუდმივი ფრენით.
უამბო ასულს ის ტრაგედია,
გადაუშალა მტვრიანი წიგნი;
გონება დაგულს მაშ აერია
და უძილობამ წაიღო ფიქრი.
მაგრამ წერტილმა იჩინა თავი
დაასრულა ეს ამბავი, გრძელი;
ვერ შეანელა ვერცერთმა ალი,
და ზღვებს მიანდეს გრძნობები მწველი.
ახლა დაისის მზე მიმკობს სახეს,
უცხო ვარსკვლავმა გამომიარა;
მე აღარ ვეტრფი წარსულის დარებს,
რადგან შენ ძლიერ დაგაგვიანდა…
Laravel
კომენტარი
0