ჩანაწერი
Laravel
შენ უყურებდი სარკის ანარეკლს…
შენ უყურებდი სარკის ანარეკლს
და ვერა სცნობდი საკუთარ თავს;
ეს თოჯინა თვალებს ახამხამებს?
თუ ეს სხეული ცოცხალი არს?
ნიღაბის იქით რა იმალება?
სულში ჩავხედოთ ამ ყმაწვილ ქალს:
სიცარიელე…ყვავილიც ჭკნება…
ვეღარ აანთებს ვერავინ ალს…
ეს ჩაკეტილი,გამომწყვდეული,
გოგონა კარგავს საკუთარ თავს;
მაგრამ ეს ვაჟი,უცნობი ვაჟი…
გზას დაანახებს,გაუღებს კარს!
შეხედავს ასულს და ჩასჩურჩულებს:
„შენ არ იდარდო,იყურე წინ,
აგიციმციმებ თვალებსა,ლურჯებს
და გაგიკვალავ გზას ედემის!”
და ვერა სცნობდი საკუთარ თავს;
ეს თოჯინა თვალებს ახამხამებს?
თუ ეს სხეული ცოცხალი არს?
ნიღაბის იქით რა იმალება?
სულში ჩავხედოთ ამ ყმაწვილ ქალს:
სიცარიელე…ყვავილიც ჭკნება…
ვეღარ აანთებს ვერავინ ალს…
ეს ჩაკეტილი,გამომწყვდეული,
გოგონა კარგავს საკუთარ თავს;
მაგრამ ეს ვაჟი,უცნობი ვაჟი…
გზას დაანახებს,გაუღებს კარს!
შეხედავს ასულს და ჩასჩურჩულებს:
„შენ არ იდარდო,იყურე წინ,
აგიციმციმებ თვალებსა,ლურჯებს
და გაგიკვალავ გზას ედემის!”
Laravel
კომენტარი
0