ჩანაწერი
Laravel
აწ ივნისია…
აწ ივნისია,გარეთ ქრის ქარი,
ცხრათვალა მზე ჩემკენ სტყორცნის ისრებს;
აქ ზაფხულია,ჩემთან-ზამთარი,
სპეტაკი თოვლი კვლავ თოვებს ფიფქებს.
ვარდობის დღებმა იარეს ავდრად,
გემშვიდობები,მაისო ჩემო…
არ შემიძლია,მე ხომ ავად ვარ…
ვერ ვეგუები არსობის გემოს…
თბილი ნიავის მესმის კაკუნი,
მუზა მესტუმრა მე ამა ღამეს;
იგი კვლავ არის ფიქრში გართული,
მწამს,მომიყვება დღეს ახალ რამეს.
მწყუროდა წუხელ მუზის ფერება,
ვფიქრობდი:„ალბათ მანაც დამტოვა…”
მაგრამ ვიგრძენი მისი შეხება,
მახსოვს,სიოვით გამომიქროლა…
მოვთხზე სტროფები ამა ყოფაზე,
რა შეიცვალა?არც არაფერი;
ერთი არს:აღარ ვდარდობ მყოფადზე,
მე გადავლახე ეს ყველაფერი!
და გაიფურჩქნა ვარდის კოკორი,
სურნელით აავსო არე-მარე;
ყვავილი აწი არ არს ობოლი,
მისი მომვლელი მოვა სულ მალე!
აწ ივნისია,გარეთ ქრის ქარი,
ცისკრად ანათებს მბზინვარე მთვარე;
შუალედია ავდრის და დარის,
ხან სავანეა,ხან კი სამარე…
ცხრათვალა მზე ჩემკენ სტყორცნის ისრებს;
აქ ზაფხულია,ჩემთან-ზამთარი,
სპეტაკი თოვლი კვლავ თოვებს ფიფქებს.
ვარდობის დღებმა იარეს ავდრად,
გემშვიდობები,მაისო ჩემო…
არ შემიძლია,მე ხომ ავად ვარ…
ვერ ვეგუები არსობის გემოს…
თბილი ნიავის მესმის კაკუნი,
მუზა მესტუმრა მე ამა ღამეს;
იგი კვლავ არის ფიქრში გართული,
მწამს,მომიყვება დღეს ახალ რამეს.
მწყუროდა წუხელ მუზის ფერება,
ვფიქრობდი:„ალბათ მანაც დამტოვა…”
მაგრამ ვიგრძენი მისი შეხება,
მახსოვს,სიოვით გამომიქროლა…
მოვთხზე სტროფები ამა ყოფაზე,
რა შეიცვალა?არც არაფერი;
ერთი არს:აღარ ვდარდობ მყოფადზე,
მე გადავლახე ეს ყველაფერი!
და გაიფურჩქნა ვარდის კოკორი,
სურნელით აავსო არე-მარე;
ყვავილი აწი არ არს ობოლი,
მისი მომვლელი მოვა სულ მალე!
აწ ივნისია,გარეთ ქრის ქარი,
ცისკრად ანათებს მბზინვარე მთვარე;
შუალედია ავდრის და დარის,
ხან სავანეა,ხან კი სამარე…
Laravel
კომენტარი
0