შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არ მახსოვს ღვინით ესრე დათვრობა…

არ მახსოვს ღვინით ესრე დათვრობა,
თასი სიყვარულის ხელთ აღმაპყრია;
ამდენ ხალხში მარადი მარტოობა,
უკუნისამდე ჩემი სტიქიაა.

კელაპტარებით გზას მივუყვები,
სინათლის სავანეს მაინც ვერ ვაგნებ;
ბედია,მაშ წარსულს ვუბრუნდები,
ხვალინდელი დღე,ვიცი,დამაბნევს.

რძისფერ ღრუბლებში ცხრათვალა მზეა,
ლაჟვარდისფერ ცას კაეშანი ფარავს;
მორიგი ბნელი დღე გამითენდა,
აზრი არა აქვს ჩემს ასეთ გარჯას…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →