ჩანაწერი
Laravel
ფიქრები
წყვდიადი სუფევს,გარეთ კი წვიმს,
სევდა ტრიალებს სუსხიან ქარში;
ჩუმად მოსული ფიქრები ცრის,
რომლებიც რკალად ირხევა თავში.
დღეს მომაგონდა ოცნება ცის,
რომელიც ახლა ძლიერ მაშინებს;
მაგრამ წარსულში მე მხოლოდ ის,
მასულდგმულებდა ხოლმე მაშინვე.
ავდარშიც,დარშიც,სულ ერთი არს,
წარსულის მარადი მიჯნური ვარ;
ამდენი ხალხი მე მაკრავს გარსს,
მაგრამ მილიონ კაცშიც კენტი ვარ.
ეს ნისლით მოსული მერმისი,
ვიცი,მხოლოდ სიავეს მომიტანს;
რა ვქნა,თუ არა მწამს კარგისი?
სიცოცხლის წყურვილს,ვიცი,მომიკლავს.
გვირილებიც არ გაიშლება,
ნორჩი ყვავილიც ვეღარ იხარებს;
მელანქოლიაც ვერ დაიშლება,
ნუგეში მტკვარიც ვერ ილაპლაპებს.
მე ჩავირაზე ღრუბლებით კვლავ,
წვიმის წვეთები-ცრემლები მდის;
რა ვქნა,მე ისევ ოცნება მკლავს,
ეს ახალგაზრდა წინ ვეღარ მიდის.
ახლა ავდარმა შემოსა სივრცე,
დაბურულია დღეს ჰორიზონტი;
უკიდეგანო,უსაზღვრო ფიქრებს,
მაინც არ უჩანთ მზის სხივი ბოლოს…
სევდა ტრიალებს სუსხიან ქარში;
ჩუმად მოსული ფიქრები ცრის,
რომლებიც რკალად ირხევა თავში.
დღეს მომაგონდა ოცნება ცის,
რომელიც ახლა ძლიერ მაშინებს;
მაგრამ წარსულში მე მხოლოდ ის,
მასულდგმულებდა ხოლმე მაშინვე.
ავდარშიც,დარშიც,სულ ერთი არს,
წარსულის მარადი მიჯნური ვარ;
ამდენი ხალხი მე მაკრავს გარსს,
მაგრამ მილიონ კაცშიც კენტი ვარ.
ეს ნისლით მოსული მერმისი,
ვიცი,მხოლოდ სიავეს მომიტანს;
რა ვქნა,თუ არა მწამს კარგისი?
სიცოცხლის წყურვილს,ვიცი,მომიკლავს.
გვირილებიც არ გაიშლება,
ნორჩი ყვავილიც ვეღარ იხარებს;
მელანქოლიაც ვერ დაიშლება,
ნუგეში მტკვარიც ვერ ილაპლაპებს.
მე ჩავირაზე ღრუბლებით კვლავ,
წვიმის წვეთები-ცრემლები მდის;
რა ვქნა,მე ისევ ოცნება მკლავს,
ეს ახალგაზრდა წინ ვეღარ მიდის.
ახლა ავდარმა შემოსა სივრცე,
დაბურულია დღეს ჰორიზონტი;
უკიდეგანო,უსაზღვრო ფიქრებს,
მაინც არ უჩანთ მზის სხივი ბოლოს…
Laravel
კომენტარი
0