შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ახლა ღამეა ცისფერი,ლურჯი…

ახლა ღამეა ცისფერი,ლურჯი,
ვფიქრობ ეს არის გამოსალმება;
მე კვლავ დავრჩი სევდიანი,ურჩი,
რადგან ცხოვრება არის წამება.

ველი ნათელი დღის გათენებას,
დღეს კვირა არის,ხვალ ორშაბათი;
ნუ ცდი ცხოვრების გაელფერებას,
ის საწამლავია,არა შარბათი.

ცის ვარსკვლავს ვატან ამ გულის დარდებს,
ეს ოცნება,ვიცი ასრულდება;
კამარა მომიტანს აისებს,დარებს,
ტრაგედია,ვიცი,აღსრულდება!

ახლა ღამეა ცისფერი,ლურჯი,
განთიადი კი გავარდისფერდა;
სამყარო აღარ არის ყრუ-მუნჯი,
დაიწყეს ვარდებმა ხარება ფერდად!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →