შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

კარგო

კარგო,ხომ ხედავ,რომ ყველა გაქრა,
დავრჩი მე მხოლოდ,ერთგული შენი;
ვეღარ აარხევს ქარები აფრებს,
რადგან თვით ქარი მე ვიყავ გემის.

ვიყავ კაპიტანი ადრე ხომალდის,
მაგრამ სხვა გეზი ავიღე ბოლოს;
რადგან რა აზრი არს ესრე წასვლის,
როდესაც სატრფო არა გყავს ახლოს.

შტორმის მოტრფიალე გამხადე,კარგო,
დარის მოძულე,ვდრის მოყვარე;
სევდის მონად რომ მაქციე,მახსოვს,
ერთ დროს ეგ დარდიც შენ შემაყვარე!

ამ ზვირთ ტალღებზეც შენ მაგონდები,
ხან ზღვის ტალღებზე,ხან კიდევ სულის;
ერთ დროს მე მხოლოდ შენ მაოგნებდი
და ვარდი იყავ ფაქიზი გულის.

ვიგონებ დღეებს,როცა ბავშვივით,
კისკისით ვთვრებოდი და ვხარხარებდი;
მეგონა წამებს არ ჰქონათ ჩრდილი
და ამ სინათლეს სულ ვახარბებდი.

დასრულდა რომანი,დავხურე წიგნი,
ვწერე ლექსები,ცრემლები ვღვარე;
თუმცა სპეტაკი,ჩვილური იმედი,
უმანკო გულში მე ვერ ჩავახშე.

იარეს დღეებმა და კიდევ თვეებმა,
ვერ ვუღალატე ვენერას ნუგეშს;
სინათლის სიჩქარემ წარიღო დღეობა,
რომელსაც ასე ვნატრობდი უწინ…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →