ჩანაწერი
Laravel
როცა მე მძინავს,შენ მაშინ გღვიძავს…
როცა მე მძინავს,შენ მაშინ გღვიძავს,
ვერ დავემთხვევით ამ ეპოქაში;
როცა მე მცხელა,შენ მაშინ გყინავს,
სუსხით მოსული წუხილი ქარში.
სამყარო არის უკიდეგანო,
მაგრამ ერთ სივრცეში ვერ მოვთავსდებით;
მე თუ ცეცხლი ვარ,შენა ხარ ქარი,
ამ ბედისწერას ვერ მოვერევით.
ჩემთვის დარია,შენთვის-ავდარი,
მე ვარ აისი,შენ კი—დაისი;
შენ ოკეანე,მე კი—მთა-ბარი,
არ გაგვაჩნია ჩვენს ორს გაისი.
მე მიხარია,რომ აღარ ვდარდობ,
აღარ გაისმის ჭმუნვა-გოდება;
მე მიხარია,რომ არ ვარ მკვდარი,
რადგან გაიარა ავმა დროებამ.
მომრევი ვყოფილვარ ამ ქარტეხილის,
მე აღარ მომსდევს ძველი ზმანება;
რომ ვიგემოვნე ედემის ხილი,
მაშინ დაიწყეს ლხენა დრამებმა.
მაგრამ ჩაიარა ამ ტრაგედიამ,
აღარ ვარ სიავის მატარებელი;
ხელი დამიქნია ვარდობის თვემ:
„მზიანი დღეები ისევ შენ გელის!”
ვერ დავემთხვევით ამ ეპოქაში;
როცა მე მცხელა,შენ მაშინ გყინავს,
სუსხით მოსული წუხილი ქარში.
სამყარო არის უკიდეგანო,
მაგრამ ერთ სივრცეში ვერ მოვთავსდებით;
მე თუ ცეცხლი ვარ,შენა ხარ ქარი,
ამ ბედისწერას ვერ მოვერევით.
ჩემთვის დარია,შენთვის-ავდარი,
მე ვარ აისი,შენ კი—დაისი;
შენ ოკეანე,მე კი—მთა-ბარი,
არ გაგვაჩნია ჩვენს ორს გაისი.
მე მიხარია,რომ აღარ ვდარდობ,
აღარ გაისმის ჭმუნვა-გოდება;
მე მიხარია,რომ არ ვარ მკვდარი,
რადგან გაიარა ავმა დროებამ.
მომრევი ვყოფილვარ ამ ქარტეხილის,
მე აღარ მომსდევს ძველი ზმანება;
რომ ვიგემოვნე ედემის ხილი,
მაშინ დაიწყეს ლხენა დრამებმა.
მაგრამ ჩაიარა ამ ტრაგედიამ,
აღარ ვარ სიავის მატარებელი;
ხელი დამიქნია ვარდობის თვემ:
„მზიანი დღეები ისევ შენ გელის!”
Laravel
კომენტარი
2