შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ოცნებები, ილუზიები…

უძილობისგან გადაღლილი ვარ,
თავი მგონია მე უცხო სახლში;
ალბათ ოცნებებში გადაკარგული
გამოვფანტულვარ არე-მარეში.

ეს ოცნებები და ილუზიები…
რა ვქნათ,რომანტიკა მწყურია ახლა;
არა ხორციელი ვნებები,ღელვები,
არამედ წმინდა სიყვარულის განცდა.

რად მინდა უაზრო გრძნობა,ვით კახპა,
უხინჯო მიჯნურად ვევლინე ქვეყნად;
ნამდვილი მოყვასის პოვნა რა გახდა…
ალბათ არავინ დამებედა მეფედ.

ჩემი ბედია-სოფლის სიმწვანე,
ჩემი მოსაუბრე არის ბუნება;
როგორ ჩავახშო გულის სიმწვავე
და შევიცვალო ურჩი გუნენა?

ალბათ ოდესმე ვპოვებ ტარიელს,
მე ხომ ნესტანი ვარ,დარეჯანი;
როდესაც ვპოვებ მინდორს,ცარიელს,
გავხდები ფრინველი მე გარეგანი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →