შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ეს სოფელი მიტომ მინდა,შენ გიყურო,ჩემო მზეო

ეს სოფელი მიტომ მინდა,
შენ გიყურო ჩემო მზეო,
მაგრამ მზე რაც დამიბნელდა,
აღარაფერს ვნატრობ,ღმერთო!

დაეღვირება ჩემკენ გავაზი,
რად ამიჩემა არავინ იცის;
გაზაფხულია…რატომ არს ვაზი?
ენკენისთვეც რატომ იცინის?

ეს მხილებაა,თუ კადნიერება?
კულმინაცია აწ იჩენს თავს;
უბედურებაა თუ ბედნიერება?
მგონი ჟამია შევცვალოთ გზა!

აპრილის სიო აარხევს ფოთლებს,
გაზაფხული ააყვავებს ნუშს;
დატოვებს სიბნელე მყუდრო ოთახებს,
მზე გააცოცხლებს ნორჩ ვარდის ბუჩქს.

მალე დადგება ვარდობის თვეც,
ალბათ შეგხვდები,ჩემო მაისო;
როს შემოვივლით მთა-ბარს,ხე-ტყეს,
ამიხდენ ოცნებას,ჩემო დაისო!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →