შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სალავათი

მივდივარ, ტკივილი მოგვარდება,
უშენო დაისებს გვერდს ავუვლი,
ლექსები ფრიალებს ოლარებად,
შეგინდობს ავ დღეებს მოყვარული.

ნუ მეტყვი, რასაც გრძნობ, ვერ მოვისმენ,
გაცრეცილ იმედებს ნუ მიკემსავ,
ნუღარც მღელვარებას შემომისევ,
წარსულის კარავი დაიკეცა.

ვისმენდი უსულო სალავათებს,
გული გულს გპარავდა მომარხულეს,
რიონის ხმაური მასამართლებს,
თუკი გსურს, სიჩუმე მომახურე.

მღვრიე ცა სიყვარულს იშვილებდა,
გვისმენდა სიცივე განაბულებს,
სულ ბოლო სადგური სიმშვიდეა,
აქედან ქარი თუ დამაბრუნებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →