შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

გაქცევა

მძულს ეს ღრუბლები ,
ჩემს სულში რომ წვიმას აპირებს,
აღარ დამპირდე,რომ მოხვალ და
ვარდებს მომიტან,
ზეცა მომინდა,
აღარ ველი ახალ აპრილებს
გადათოვიდან.
სული გაწამდა,
სიყვარულმა ცილი დამწამა,
ერთად ამიხდა
საშინელი ყველა სიზმარი..
ყოველი ტკბილი მოგონება როგორ გამწარდა,
როგორ შემძულდა საღამო და დილა ცისმარი.
ლექსით ნაწამებს აღარ მინდა აღარც იები,
რითმის წამწამებს დამჩნევია სევდა მძივებად,
გაგექეცი და დაგიტოვე
ნაპატიები გული ბავშვური,
გულწრფელობით განაძევებმა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →