ჩანაწერი
Laravel
ჩამომეცალე
სულ სხვა ბედი აქვს ლექსების ხიზნებს,
ტალღები უცხო კენჭებს რიყავენ..
სანამ სიზმრისგან გამოგაფხიზლეს,
გადამიყვარე.
გააჩუმებენ მხდალს და უშიშარს,
სული ვერ უძლებს ხიწვებს ჭორების,
ერთხელაც გულს სხვას გადაუშლი და
განმეშორები.
ქარი წალეკავს სიოს უმეტესს,
იქნებ ქარია შენი მეცალე,
სანამ სიჩუმე დაგადუმებდეს,
ჩამომეცალე.
ტალღები უცხო კენჭებს რიყავენ..
სანამ სიზმრისგან გამოგაფხიზლეს,
გადამიყვარე.
გააჩუმებენ მხდალს და უშიშარს,
სული ვერ უძლებს ხიწვებს ჭორების,
ერთხელაც გულს სხვას გადაუშლი და
განმეშორები.
ქარი წალეკავს სიოს უმეტესს,
იქნებ ქარია შენი მეცალე,
სანამ სიჩუმე დაგადუმებდეს,
ჩამომეცალე.
Laravel
კომენტარი
0