შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მწყდება სულიდან

შენაც როგორაც მთავრდებიან ისე დამთავრდი,
აღარ გიამბობ, რა ვისწავლე გაზაფხულისგან,
და შენი სული ყველა სულზე უფრო მართალი
მწყდება სულიდან..


არ მიძებნია ნაქარალი იასამნები,
ფიქრებს გაუდით შარუშური, გორზე ნისლია,
ვერ გამიგია ფიფქი ხარ ,თუ ნიავს ადნები,
სხვა მასპინძლობა შესძლებიათ ქოხებს ისლიანს.


მეც ამანისის ბაღებივით ვსევდიანდები,
როცა უშენო ჰორიზონტებს სახეს მივუშვერ,
ქარის დედოფალს, მეცხრე ციდან უფსკრულში დევნილს,
ნაოჭებივით დატყობია ტანზე სიმრუშე.

როგორ დასრულდა უანშლაგოდ ლურჯი სპექტაკლი,
არ შემახსენო რა იწყება დასასრულიდან,
შენი სული კი, ყველა სულზე უფრო სპეტაკი,
მწყდება სულიდან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →