შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შუახევს

ვახტანგი 5 თვის წინ
დაბლით წევხარ ქედის ხევო,
მაღლით მშვენობ ხულოს ხევო,
შუაში ხარ, ძმათა შორის,
სიყვარულის შუახევო.

სხეულს გილბობს აჭარისწყლის
მორაკრაკე მდინარე,
ხევ-ხუვებში გზაწვრილს იკვლევს,
მთიდან ჩამომდინარე.

გზა-ბაწარაც კვალში დაგდევს,
მოფლეთილი ფერდები აქვს...
ხავსდაკრული ქვა-ლოდები,
შენს წიაღში ბერდებიან.

შემზარავად გაჯგიმული
ხახაღია კლდეები,
ჩახვეული ჩახლართული,
გაუვალი ტყეები.

გმირ მხედართა ასპარეზი -
სამარულო ველები,
როგორ მინდა, სიყვარულით
შემოგხვიო ხელები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →