შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ქართულ სუფრას

ვახტანგი 5 თვის წინ
გაუმარჯოს! ქართულ სუფრას,
დუდუკსა და არღანს,
რასაც „მრავალჟამიერი“
და „თარნანო“ ახლავს.
გაუმარჯოს! საქეიფო
ყანწებს მოქნეულებს,
ნანადირევს ორთაჭალის
ჯამით მორთმეულებს.
გაუმარჯოს! მოქეიფე
ყარაჩოღლის ტივებს,
მოგიზგიზე ქართულ სიტყვას
მტკვარზე მოტივტივეს.
მუკუზნიდან ჩამონადენ
ღვინის ფერს და გემოს,
ამღვრეულს და ნაბახუსევს
„აბა დელი დელას“.
გაუმარჯოს! არსობისა,
მადლი ვწიოთ უფალს,
კვლავაც ნაღდი ქართველობა
შერჩენოდეს სუფრას.
პურისჭამა აზარტშია,
ნაკურთხია სუფრა...
ტკბილი ლუკმა მოქეიფეს
და მადლობა უფალს!..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →