შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

და თუ მეორედ გავჩნდი

ვახტანგი 5 თვის წინ
ასეთი არის წესი,
რა შეკითხვაა - რატომ?
ჩემი კუთვნილი ტვირთი,
უნდა ვატარო მარტომ.

როდი ვემდური იღბალს,
როდი გავურბი დაღლას,
ჩემი ხარვეზი - ჩემთან,
მას თან სიკეთეც ახლავს.

დარჩეს როგორიც არის
ჩემი ღამეც და დღეცა,
გზა მინათებდეს მთვარე,
ცისკარს ამოსულს ზეცას.

როგორც ვარ, თვითონ ხედავთ,
თქვენთან, მეზობლად ვსახლობ,
ამ ცხოვრებაში ეს ვარ,
სხვა ცხოვრებაში? - ვნახოთ!

და თუ მეორედ გავჩნდი, -
ჩემს თხოვნას უსმენს ღმერთი,
ჩემი იქნება ტაო,
კლარჯეთი, აფხაზეთი.
ფერეიდანი თუ დუმს,
არ იფიქრო, რომ ვერ ცნობს,
თავის სისხლსა და ჯილაგს,
სხვის და საკუთარ ეზოს.

დაე, თუნდ მიწად გავჩნდე
და დაკარგული ვიყო,
ვივლი, მოგძებნი მაინც,
გიპოვი ჩემო ფიქრო!..

ასეთი არის წესი,
რა შეკითხვაა - რატომ?
ჩემი კუთვნილი ტვირთი,
უნდა ვატარო მარტომ.
Laravel

კომენტარი

1
ილონა~
ილონა~ სტუდენტი დონე 1 · ახალბედა 5 თვის წინ
სასიამოვნოდ წასაკითხი და სულში ჩამწვდომი ლექსია>>>>
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →