შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

რკოს კაცუნა

დღეს პატარა ვერიკომ
მოაგროვა ტყეში რკო.

მერე დაჯდა ხის ძირას,
გააკეთა იცი, რა?

პაწაწინა კაცუნა,
რკოსთავა და ბრაცუნა.

პაწაწინა ვირუკა
დააყენა მის უკან.

გააკეთა ძროხა და
თან ლამაზად მოხატა.

გააკეთა გოჭები,
თქვა: დღეს ამით მოვრჩები.

მერე, იმ რკოს კაცუნამ
სახრე გაატკაცუნა,

წინ გაუძღვა ვირუკას,
ძროხა მიდის მის უკან,

გამორბიან გოჭები,
მსუქნები და ნორჩები.

იყოჩაღა კაცუნამ,
შეძახილი არც უნდა -

ოთხფეხი ამოდენა
სულ სახლში ამოდენა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →