შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქრისტე აღსდგა

დღეს ჯვარცმული აღსდგა მკვდრეთით,
განამრავლა მადლი ერში.
სიკვდილს სძლია, განხსნა ბჭენი,
ქრისტე აღსდგა... აღსდგა მკვდრეთით.
სიყვარულით იყო ჩვენში,
განიცადა სევდა, ცრემლი,
ჯვარზედ აცვეს უცოდველი
განიბრწყინა, აღსდგა მკვდრეთით.
ქრისტეს აღსდგა მეუფება,
სასწაული მეორდება,
ცეცხლით იმედს გვეუბნევა,
სიხარულით გული ფეთქავს.
ქრისტე აღსდგა... აღსდგა მკვდრეთით,
სასწაული ხდება ჩვენს წინ,
განამრავლა მადლი ერში,
ჭეშმარიტად აღსდგა მკვდრეთით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →